ცხელი ზაფხულის სამი დღე

გამოშვების წელი: 1981

აღწერა
ცხელი ზაფხულის სამი დღე TSKHELI ZAPKHULIS SAMI DGE ცნობილ მეცნიერი სულხან იბერიელი უდაბნოს სამონასტრო კომპლექსის არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელია. მას სამუშაოს დასასრულებლად სახსრები არ ჰყოფნის და იძულებულია დასახმარებლად სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებს მიმართოს. სხვებს მისი თავგამოდება გადამეტებულად ეჩვენებათ, რადგან სხვა საქმეები უფრო მნიშვნელოვნად მიაჩნიათ. სულხანს ეხმარება ახალგაზრდა არქეოლოგი თამრიკო. ისინი ერთად იბრძვიან, რომ სამხედროების საწვრთნელ პოლიგონად ქცეული მონასტრის ტერიტორია განადგურებას გადაურჩეს. გათხრეს მაინც დააკონსერვებენ და მიწას მიაყრიან. ქალაქისკენ მიმავალი სულხანი უდაბნოს მიწაზე ინფარქტით კვდება.