თეთრი ქარავანი Tetri Karavani
გამოშვების წელი: 1963
გამოცდილი მწყემსი, მარტია ახლოური, სხვა მწყემსებთან ერთად ცხვარს ზამთრის საძოვრებისკენ მიერეკება. მძიმე და ერთფეროვანია მეცხვარეთა შრომა, მცირე შეცდომას გამოუსწორებელი შედეგები მოაქვს. მარტიას უფროსი შვილი გელა მწყემსურ ცხოვრებაზე გულს აიყრის, ახლობლების რჩევას ყურს არ დაუგდებს, ცხვარს მიატოვებს და იოლი ცხოვრების საძიებლად ქალაქს მიაშურებს. ქარიშხლისგან დაფანტული ცხვრის გადასარჩენად სტიქიასთან ბრძოლაში მარტია დაიღუპება. ქალაქიდან დაბრუნებული გელა მამის სიკვდილში თავის დანაშაულს ხედავს და მწარედ ნანობს მის მიტოვებას.