მაღალი საზოგადოება CAFÉ SOCIETY
გამოშვების წელი: 2016
აღწერა
1930 – იანი წლები. ახალგაზრდა მამაკაცი სახელად ბობი ნიუ-იორკიდან ჩადის ჰოლივუდში იმ იმედით რომ იშოვის სამუშაოს კინოინდუსტრიაში. ის დასახმარებლად მიმართავს ბიძას ფილს – სახელგანთქმულ პროდიუსერს. ბობს რამოდენიმე დღე მოუწევს ლოდინი ფილის მოსაცდელში, ბოლოსდაბოლოს ფილი მიიღებს მას და სამსახურსაც უშოვნის, ამასთანავე ფილი დაავალებს თავის ლამაზ მდივანს ვონნის მიაქციოს ყურადღება ბობის, გააცნოს სიტუაცია და ნელ-ნელა შეიყვანოს იქაურ საზოგადოებაში. ბობის შეუყვარდება ვონნი. ვონნიც არ არის ბობის მიმართ გულგრილი, მაგრამ იმ ინფორმაციასაც გააცნობს, რომ მას ყავს საყვარელი, რომელიც ამჯერად სადღაც არის წასული…