ბოროტების სავანე

გამოშვების წელი:2021

ილმის შესახებ:
მოვლენები 1998 წელს ვითარდება და აშშ-ის შუა დასავლეთ რეგიონში,
მისურის შტატში მდებარე გამოგონილი ქალაქის, რაკუნ-სიტის და სპენსერის
სასახლის საიდუმლოებებს ხდის ფარდას. რაკუნ-სიტი ერთ დროს გიგანტური ფარმაცევტული
კორპორაციის “Umbrella”-ს სახლი იყო, რომელიც თავის ლაბორატორიებში, საიდუმლოდ მუშაობდა
ბიოლოგიური იარაღის შემუშავებაზე, რის შედეგადაც შეიქმნა T ტიპის მუტაგენური ვირუსი. მაგრამ როდესაც
ეს ბოროტება გათავისუფლდება, ქალაქის მოსახლეობის უმეტეს ნაწილს სამუდამოდ შეცვლის და სისხლის
მსმელ ზომბებად აქცევს… და ახლა გადარჩენილთა მცირე ჯგუფი უნდა გაერთიანდეს, რათა “Umbrella”-ს
საიდუმლო გამოავლინონ და გადაურჩნენ ჯოჯოხეთურ ღამეს…