ნუცას სკოლა Nutsas Skola
გამოშვების წელი: 2000
სიუჟეტი:    ფილმის გმირი ნიკა ადრე დაქვრივებული კაცია და მისი ერთადერთი საზრუნავი გონებრივად შეზღუდული 15 წლის ქალიშვილია.სწორედ მასზე ზრუნვამ გაახსნევინა ნიკას სკოლა წინაპართა გაპარტახებულ მამულში, სადაც თავი მოუყარა ავადმყოფ ბავშვებს, რომელთაც ერთადერთი პრინციპით ზრდის – სიყვარულითა და სიკეთით. გარე სამყარო და სოფლის მაცხოვრებლები კი სხვა პრინციპებით ცხოვრობენ და თავიანთი დაუნდობლობით ბავშვების სულებს ასახიჩრებენ. ნიკა იძულებულია დაიცვას აღსაზრდელები, მამული, სკოლა, სიყვარული და იგი იარაღს იღებს ხელში, მაგრამ როცა გადამწყვეტი მომენტი დგება, ნიკა იარაღს ამტვრევს და შიშველი ხელებით გადის მოწინააღმდეგეებთან შესახვედრად.