სიკვდილი ნილოსზე DEATH ON THE NILE
გამოშვების წელი: 2022
აღწერა
აგათა კრისტის ერთ-ერთი ცნობილი დეტექტიური ნოველის ეკრანიზაცია ბრწყინვალე ბელგიელი დეტექტივის ერკიულ პუაროს შესახებ, რომელიც ეგვიპტეში ჩადის და მდიდრული თბომავალ “კარნაკით” ნილოსზე მიდის კრუიზში, სადაც მრავალმილიონიანი ქონების მემკვიდრეს ლიტენს გაიცნობს, რომელიც ცოტა ხნის წინ თავისი უახლოესი მეგობრის ჟაკლინის საქმროზე გათხოვდა. მიტოვებული ჟაკლინი ახალდაქორწინებულებს უთვალთვალებს, რომელიც მალე მთავარი ეჭვმიტანილი გახდება, როდესაც ლიტენის ეგვიპტეში კრუიზის დროს გარდაცვლილს იპოვიან. დეტექტივი იძულებულია მდიდარი მემკვიდრის გარდაცვალება გამოიძიოს და თანდათანობით აცნობიერებს, რომ მკვლელობა ერთადერთი დანაშაული არ არის, რომელიც გემის ბორტზე იქნა ჩადენილი. მგზავრებს შორის ორი ქურდი, თაღლითი, რადიკალი კომუნისტი და საერთაშორისო ტერორისტი აღმოჩნდება, და სანამ პუარო ნამდვილი დამნაშავის გამოვლენას ცდილობს, გემზე სასტიკი ხოცვა გრძელდება.