ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა
გამოშვების წელი: 1985
ისტორიულ–რევოლუციური ფილმი. ფილმის მოქმედება ხდება 1905 წლის რევოლუციის დამარცხების შემდეგ, როცა რეაქციული ძალები თარეშობენ და სპობენ პროგრესულისა და თავისუფალი სულის გამოვლინების ყოველივე ცდას. ადამიანებს სურთ თავი დააღწიონ ჩიხს, მაგრამ შიშით დათრგუნულთ თვით ხელის განძრევა არ ძალუძთ და გამუდმებით ვიღაცის მოლოდინში არიან. ამიტომაც არის, რომ ხალხური სიმღერების შესაკრებად ჩამოსული კომპოზიტორი შეთქმულების ორგანიზატორი გონიათ.