ჭირვეული მეზობლები Tchirveuli Mezoblebi
წელი: 0000
კოლმეურნე ბრიგადირები, ძველი მეგობრები ამირანი და გრამიტონი ფრონტის დასახმარებლად გამართულ შეჯიბრში ერთმანეთს ეცილებიან. თითოეული ცდილობს, ბრძოლის ველზე მყოფ მეომრებს სხვაზე მეტი დახმარება გაუგზავნოს. ამირანი ფრონტიდან მოსულ დეპეშას არასწორად ამოიკითხავს და გრამიტონის ვაჟს, თენგიზს დაღუპულად ჩათვლის. ამ ამბავს ძალიან განიცდის, ცდილობს გრამიტონს უბედურება დაუმალოს და ამით ტრაგი-კომიკურ დაძაბულობას ქმნის. გაუგებრობა მალე ირკვევა და ჭირვეული მეზობლები კვლავ მეგობრებად რჩებიან.