ლომა Loma
წელი: 1982
მთის პატარა სოფელში მცხოვრები მოხუცი გიორგი შვილის თხოვნას დაჰყვება და გამოსაზამთრებლად მასთან ქალაქში გაემგზავრება. გიორგის ეზო-კარის დარაჯად მისი ერთგული ოთხფეხა მეგობარი, კავკასიური ნაგაზი ლომა შემორჩება. დიდთოვლობის, შიმშილისა და მარტოობის მიუხედავად, ლომა ერთგულად დარაჯობს დაცარიელებულ სოფელს…