იყო შაშვი მგალობელი
წელი 1976
ოპერის თეატრის ორკესტრანტი გია, ერთი შეხედვით, ნიჭიერი, გულისხმიერი და საქმიანი კაცია – უამრავ ადამიანს იცნობს, ცდილობს ყველას დაეხმაროს, მუდამ სადღაც ეჩქარება, ვიღაცას რაღაცას პირდება – ძმა-ბიჭებს, გოგონებს, მოხუცებს, სტუმრებს, უცნობს თუ ნაცნობს, მაგრამ კვალს არსად ტოვებს, მნიშვნელოვანს არაფერს ქმნის. მოფუსფუსე ახალგაზრდის ცხოვრება უქმად, წვრილმანებში იხარჯება, ვერც საკუთარ თავს რგებს, ვერც სხვას.