ქვევრი KVEVRI

გამოშვების წელი: 1971

აღწერა
ქვევრი KVEVRI გოგია, არაფრით გამორჩეული კახელია, რომელმაც მომჭირნეობის გამო, ქვევრი იმერეთში იყიდა. წვალებით ჩამოტანილი ქვევრი, ქალიშვილს შემთხვევით გაუტყდა. გოგია თავზარდაცემულია,მეუღლის (მარო) რჩევით, ხელოსან აბესალომს მოიყვანს, რომელიც თავისი „არა აქაური“ წებოთი კი გაამთელებს ქვევრს, მაგრამ თავად ქვევრში გაიჭედება. გულმოსულმა გოგიამ, რაკი აბესალომს გამოსვლა „არ უნდოდა“, მილიციის უფროსი მოიყვანა. რა აღარ სცადეს, მაგრამ ქვევრის ვიწრო ყელში აბესალომის თავის გარდა არაფერი ეტეოდა. საბოლოოდ ქვევრი მაინც გასატეხი შეიქმნა.