ჯია GIA
გამოშვების წელი: 1998
აღწერა
18 წლის რომ გახდა მისი სახელი ყველას პირზე ეკერა. 26 წლის ასაკში, კი მისი სახელი გარდაცვალების მოწმობაში ჩაიწერა. 70-იან წლებში ამ ქალს მსოფლიო პოდიუმის დედოფალს ეძახდნენ. მანამდე კი, ჯია კარანჯი ჩვეულებრივი გოგონა იყო, რომელიც პატარა კაფეში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. მის დაბადებასა და სიკვდილს შორის იყო მხოლოდ მოკლე სიცოცხლის ამოსუნთქვა, რამაც ყველაფერი ერთად მოუვლინა: აღმაფრენა, დაცემა, გატეხილი სიყვარული, სახელი, ფული, ნარკოტიკები.