ღიმილის ბიჭები Ghimilis Bitchebi
 წელი :1969

სიუჟეტი

ფილმი სკოლის მერხიდან ახლადაფრენილ თბილისელ ბიჭებზეა, რომლებმაც მეორე მსოფლიო ომის პირველსავე დღეებში ჩაიცვეს ჯარისკაცის ფარაჯა, დროებით გვერდზე გადადეს თავიანთი ოცნებები, გამოემშვიდობნენ ახლობლებს და ომის ქარცეცხლიან გზებზე მიმოიფანტნენ. აქედან დაიწყო მათი ცხოვრების ახალი ეტაპი, განცდებითა და უბედურებებით სავსე. მაყურებლის თვალწინ გუშინდელი ღიმილის ბიჭები მრავალჭირნახულ მებრძოლებად ყალიბდებიან.