გასეირნება თბილისში Gaseirneba Tbilisshi
გამოშვების წელი: 1976
აღწერა
გასეირნება თბილისში, აგრეთვე ცნობილი როგორც ნამდვილი თბილისელები და სხვები — რეჟისორ ნანა მჭედლიძის 1976 წლის მხატვრული ფილმი. შედგება 18 ნოველისაგან და 1970-იანი წლების თბილისისა და თბილისელთა ცხოვრებისეულ პერიპეტიებზე მოგვითხრობს. მისი თემებია ცბიერება, უხეშობა, მერყეობა და საზოგადოებაში ფეხმოკიდებული სხვა უარყოფითი თვისებები.