ჭრიჭინა chrichina
 წელი :1954

სიუჟეტი

სიმღერებითა და იუმორით აღსავსე ფილმი ახლად სკოლადამთავრებულ სოფლელ გოგონაზე მოგვითხრობს, რომელსაც სწავლასა და შრომას სიმღერა და თამაში ურჩევნია. იგი დიდად არც მისაღებ გამოცდებზე ჩაჭრას განიცდის, რადგან შეყვარებულია. მაგრამ ერთი გაუგებრობა ყველაფერს თავდაყირა აყენებს. თავისი თანასოფლელი სეხნიის ნაცვლად სოციალიტური შრომის გმირად სატრფოს ახლობლები მას მიიჩნევენ. ამ გარემოებას თან ერთვის სხვა კურიოზული სიტუაციები. ჭრიჭინას შეგნებაში ღრმა ძვრები ხდება, შერცხვენილი თანასოფლელებსა და შეყვარებულს მალე დაუმტკიცებს, რომ შესწევს შრომისა და სწავლის უნარი.