თახვი THE BEAVER
გამოშვების წელი: 2011
აღწერა
უოლტერ ბლეკი, რომელიც სათამაშოების მწარმოებელი კომპანიის მფლობელია, დიდი ხანია ნერვიული შეტევის ზღვარზეა. მას ვერც ანტიდეპრესანტები, ვერც ექიმების კონსულტაციები, ვერც სპეციალური ლიტერატურა და ვერც ალკოჰოლი ეხმარება. ბიზნესი უვარდება, ოჯახი დანგრევის პირასაა, ხოლო რეპუტაცია ელახება. გარშემომყოფებს ცხოვრება, რომ არ აურიოს, იგი გადადის სასტუმროში საცხოვრებლად, მაგრამ მარტოობასთან გამკლავება უძნელდება. სასოწარკვეთილი გადაწყვეტს თვითმკვლელობით დაასრულოს ცხოვრება, მაგრამ საბედისწერო ნაბიჯის გადადგმისგან თავშეკავებაში მას სათამაშო ეხმარება.