გამოვიდა მძლავრი რედაქტორის ახალი პროფესიონალური ვერსია, პროგრამისტების, საიტის შემქმნელების და უბრალო მომხმარებლებისათვის, სინტაქსის შეფერილობით და უნიკოდის მხარდაჭერით. პროგრამას გააჩნია ისეთი ფუნქციები როგორიცაა: რეგულარული გამოთქმების გამოყენებით, ფაილში ძებნა და ჩანაცვლება, კოდირების ავტოამოცნობა, ლინკების და ელექტრონული ფოსტის მისამართების შეფერილობა, გამოყოფის ბლოკური რეჟიმი; ღილაკების, მენიუს, შრიფტის და შემადგენელი ნაწილების ფერის რეგულირების პანელი. თითოეული ენისათვის შესაძლებელია ცალკეული კომფიგურაციის შექმნა. აგრეთვე პროგრამას გააჩნია მძლავრი მაკროსების მხარდაჭერა, დაწერილი javascript-ში ან VBScript-ში, რომელიც საშუალებას იძლევა შექმნათ პრაქტიკულად ნებისმიერი მოქმედება, ხშირად ან პერიოდულად გამოყენებადი. ეს რედაქტორი წარმოადგენს იდეალურ საშუალებას HTML, PHP, JSP და XML ფაილების რედაქტირებისას. ინტენეტ ბრაუზერის მითითებისას შიდა დანართის სახით, თქვენ შეგიძლიათ HTML ფაილების მიმოხილვა რედაქტირების დროს.